სერვერზე შემოსვლით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებს. წესების დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას, Mute ან სერვერიდან გაძევებას (Ban).

01

კომუნიკაცია და ეთიკა 💬

  • 1.1 პატივისცემა: იყავით ზრდილობიანი სხვა მოთამაშეებისა და ადმინისტრაციის მიმართ. შეურაცხყოფა, დამცირება და ბულინგი მკაცრად აკრძალულია.
  • 1.2 ენა: სერვერის ძირითადი ენაა ქართული. გთხოვთ, გამოიყენოთ ქართული შრიფტი (არა ლათინური).
  • 1.3 რასიზმი/ჰომოფობია: ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია (რასობრივი, რელიგიური, სქესობრივი) ისჯება მუდმივი ბანით (Permanent Ban).
  • 1.4 სპამი: აკრძალულია სიმბოლოების, ემოჯების ან ერთი და იმავე ტექსტის უაზროდ გაგზავნა (Spam/Flood).
02

რეკლამირება და ლინკები 🔗

  • 2.1 რეკლამა: აკრძალულია სხვა დისქორდ სერვერების, საიტების ან პროექტების რეკლამირება (ჩატში ან პირად შეტყობინებებში).
  • 2.2 NSFW: მკაცრად აკრძალულია არაცენზურული, პორნოგრაფიული ან ძალადობრივი შინაარსის ფოტოების/ვიდეოების გაზიარება.
03

თაღლითობა და უსაფრთხოება 🛡️

  • 3.1 მოტყუება: აკრძალულია მოთამაშეების მოტყუება ნივთების ან ფულის გამოძალვის მიზნით.
  • 3.2 პერსონალური მონაცემები: აკრძალულია სხვა მოთამაშის პირადი ინფორმაციის (ფოტო, სახელი, მისამართი, ტელეფონი) გასაჯაროება მისი ნებართვის გარეშე (Doxing).
  • 3.3 თაღლითური ლინკები: ნებისმიერი "Free Nitro" ან საეჭვო ლინკის გაზიარება გამოიწვევს მომენტალურ ბანს.
04

ხმოვანი არხები 🎥

  • 4.1 ხმოვანი არხები: ხმოვან არხებში აკრძალულია ხმაური, "Earrape" მუსიკები და სხვა მოთამაშეების შეწუხება.
05

ადმინისტრაციასთან ურთიერთობა 👑

  • 5.1 თაგვა (Mention): ნუ მონიშნავთ (Tag) ადმინისტრაციას უმიზეზოდ. თუ დახმარება გჭირდებათ, გახსენით Ticket.
  • 5.2 გადაწყვეტილებები: ადმინისტრაციის სიტყვა საბოლოოა. თუ თვლით, რომ უსამართლოდ დაგსაჯეს, გამოიყენეთ ფორუმი.